ქუჩაში მიდიან, მოდიან, მიდიან...
ქუჩაში მიდიან, მოდიან, მიდიან, ლამაზი თვალები აწყდება მზერას. ვზივარ და ვნატრობ ასე, რიდიან, დაუსრულებელ მშვიდ ბედისწერას. ქუჩაში მიდიან და მერე ვუცქერი, როგორ იბნევა ირგვლივ ფერები, წუთისოფელი არის შუქ-ფერი, ბედნიერების შეუფერები. როცა გრძნობები ცვლიან სხვა გრძნობებს, სხვა სახე მისდევს უშფოთველ სახეს, ხანდახან ბედი წამოაბოდებს, მოულოდნელად დაგებულ მახეს. თუნდაც თენდება დილა მზიანი, მაინც შეხვდება ვინმეს ზიანი! -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი