არ გამეცანი, ვგონებ, მერჩივნა...
არ გამეცანი, ვგონებ, მერჩივნა, თუ ასე მალე გიხმობდა ღმერთი. აქ გაოგნებულ სახეებს ვხედავ, შენ რომ გახვედი, რომ ერთად-ერთი, გულში ჩაიქცა ფარული სევდა. ...არ მომესმინა, არა და არა, როგორ მოსთქვამდა შვილმკვდარი დედა! ... ქალაქში წვიმდა, ჩქარა და ჩქარა. თითქოს ტიროდა, ტიროდა მზე და. შენი სათქმელი უნდოდა ეთქვა, მაგრამ ვაი თუ შენსავით ვერ თქვა... ვიცი გიყვარდა ქართული სული. ზვიადს გზა და მერაბის ჯვარი. მათთან წახვედი სამარადისოდ, გარდაიცვალე! არა ხარ მკვდარი... -მერ'ფი- P.S. ეძღვნება მერაბ ქარჩავას სამარადისო ხსოვნას!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი