ერთ დროს...
ერთ დროს ჟინი ათბობდა და ახლა ათბობს ბოთლი და საწოლშიც ისე ცივა, ბაგეს ასდის ორთქლი... ირგვილივ ისე წყვდიადია მზის სხივებსაც აკრთობს, მას წარსული თუ აცოცხლებს, მოგონება ათბობს,,, შემოდგომის ფოთოლცვენა ასაზრდოვებს ჭალებს. გაზაფხული ენატრება გულს, გრძნობებს და თვალებს. მხოლოდ ერთი შებღავლება რაღას შეცვლის მდელოს. სატრფოც მიდის საშოვარზე, ტოვებს საქართველოს... სარეცელის შებღალება შეუცვლიათ ბოთლებს. ცივ ზამთარში თოვლის ქულა გადაფარავს ფოთლებს. -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი