სადღაც ასეც ხდება!


სადღაც ასეც ხდება!
---- 
აქ რა მოგეცემათ?!  თავისთვის არა აქვთ,
და ვისაც ბევრი აქვს ისიც თავს  იმართლებს...
ძმას აქ ვერ იპოვით, აქ ქრისტე სადაა?
ისეთი მწუხრია, ოდესმე  ინათებს?!
მედუქნის კარებზეც ვერ დააკაკუნებ,
ცხრაპირი  დაცვაა ჩამდგარი კარებში.
ძირს თოვლის ბაბუა სხვა გზებით დასდის და
აქ მხოლოდ ნატვრაა ღარიბულ თვალებში!..
  -მერ'ფი-
P.S.
ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ.
                                                                  მათეს სახარება 17/7

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი