უჩუმრად თბილისს
ძაღლი აყეფდა, მამალი ყივის, ცაა ინათებს, სუსხია დილის... ჰო, ისევ ბნელა, ვიყუჩებთ ტკივილს, და შებრუნება გვახარებს ძილის! გვახსოვს რომ გვათოვს, ბაღებში ხილის, ბუღი რომ ასდის გადამწვარ ივლისს, რომ ჩამოიდნო ფიგურა ცვილის, და მზის ჭალებში , ჭალებში ივრის... ძაღლი აყეფდა, მამალი ყივის. ზამბახისფერი, მოადგა ირისს და გადმოხედა უჩუმრად თბილისს. -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი