ტაცია


სულ არაფერი გაგაჩნდეს
გიჯობს ასეთსა ქონასა.
კაცი მაშინ ხარ კეთილი
შვებას რომ მიჰგვრი მონასა...
სხვის საჩვენებლად სიკეთეს
არა აქვს დიდი ფასიო.
სასწორზე მადლს რომ წონიან
აჭარბებს ცოდვის თასიო.
დღემდე არავის არ შერჩა
უფლის და ქვეყნის ვალები,
ერთ დღესაც შენც მოგკითხავენ
 დაგიდგეს ცოდვის თვალები.
ახლა მოდაში რომ არის
პიარი, პრეზენტაცია,
სიტყვების არის თამაში
ისევ ისა ხარ...
                           ტაცია !
-მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი