ყვარელი მოძღვარს აცილებს...
ყვარელი მოძღვარს აცილებს მის უკანასკნელ გზაზედა. ბენიამინი გაიხმო, უფალმა სინას მთაზედა!.. ღმერთმა ნათელში ამყოფოს არგუნოს სასუფეველი. წავიდა ჩვენი მოძღვარი, მეგობარი და მრჩეველი. არ მოჰკლებოდეს მის საფლავს, საკმეველი და სანთელი. სპეტაკი სულით იცხოვრა, იქმნა ნამდვილი ქართველი. შთამომავლობას დარჩება მისი ღვაწლი და სახელი. -მერ'ფი- P.S. ამ ლექსს ვუძღვნი ყვარლის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ ბენიამინ ჩიხორლიშვილის , სამარადისო ხსოვნას
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი