გურიაში, თუ ყოფილხარ...


გურიაში, თუ ყოფილხარ,
ხშირად წვიმს და ქარია...
მზე, რომ გამოიჭყიტება,
ღმერთო რა მაგარია!
აქ ცა არის ისე ლურჯი,
თეთრი ქულა  ფერებით,
რომ შეგეძლოს  ხელს გაშლი და
ნაზად მოეფერები...
ფრთხილად!  როცა იქუფრება,
დანავარდობს ანჩხლი ქარი,
ზეცა აღარ იპრანჭება,
როგორც ციცა, როგორც ქალი...
აქ შინ სხვა ცა გელოდება,
ცა და ტურფა ქალია,
მთლად რომ ზე ცა ჩამოიქცეს,
მაინც მიგიხარია.
    -მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი