მოძახილი გურულ მოტივებზე


მოძახილი გურულ მოტივებზე
--
ვაი დედა რა ვქნა რაო?!
გეილია გული დარდით.
არაფერი არ გამოდის
თუფთობით და სიაფანდით.
რაცხა უნდა მევიფიქროთ,
რომ გადარჩეს ქვეყანაო.
თორემ წყალში ჩაგვეყარა
ჭირნახული, ზედ ყანაო.
ყველას თვალი გაქცევაზე
გვიჭერია, არ წევიქცეთ.
ბანკებმა ხომ გადაგვჭამეს,
ლამის სუ მთლად გადევიქცეთ...
ერთი კაცი დუნიაზე
თუ გამოჩნდა მოკეთეო.
როგორც უტა არსაკიძეს
ვყვირით ხელი მოკვეთეო!
ამფერია ეს ცხოვრება,
ვეღარ გვშველის წამალიო.
ახლა რა ვქნა , სა გევიქცე?!
სა მევიწყო სამალიო...
   -მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი