არასოდეს არ მიგრძვნია მხურვალება თქვენი...
არასოდეს არ მიგრძვნია მზრუნველობა თქვენი, მეგობრები კი გერქვათ და გვხრავდით როგორ მტერი... რა ვქნა, მტერთან პაექრობა არ გვაქვს შესაფერი. კვლავ ბინდში ვართ, მე კი ვცდილობ ვიყო ცეცხლისფერი... წლები მალე გაირბენს და ისე ვერც მივხვდებით, ამ ცხოვრებას დავედებით, როგორც სანთლის მტვერი. სანთლის შუქზე გაიელვებს ფერი ნაცრისფერი... და არასდროს არ მნდომია, ვიყო... მე პირფერი. -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი