ორივე მხარეს...


ორივე  მხარეს არის ცოდვილი,
ორივე მხარეს არის გოდება,
ორივე მხარემ უნდა შეიგნოს
ომით და მტრობით თუ რა მოხდება...
თუ არ ვისწავლეთ მშვიდობის ფასი,
მეტად დაგვაქცევს ბოროტი ძალა.
ამდენი ბოღმით, ამდენი ფარსით
ერიც და ბერიც გადაიღალა!
ორივე მხარე „მართალი“ არის,
ორივე მხარე სამართალს ელის...
თანდათან მიწა გვერთმევა ფეხქვეშ,
ჩვენ კი ვაგრძელებთ მოქნევას ხელის...
  -მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი