ფეთაურას წყაროს წყალი...


ფეთაურას წყაროს წყალი
მოდიოდა ჩრდილშიო.
დიდ-პატარა მოიხმარდა 
ჭირშია თუ ლხინშიო...
ჩემი ტკბილი დედულეთი
ხშირად მსიზმრობს ძილშიო.
მზე შინა და მზე გარეთა,
ცოცხლობს დედა-შვილშიო.
 -მერ'ფი- 

  P.S.
დედაჩემისაგან ვიცი, რომ ხარაგაულის რაიონში, სოფელ ჩრდილში (კურორტების ზვარეს და ნუნისის მიმდებარედ) არის წყარო , რომელსაც ფეთაურას წყაროს ეძახდნენო.
( დედულეთია ჩემი)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი