ამ მთავრობას ...
ამ მთავრობას ვენაცვალე, მაგით მიდგას პირში სული! რა მთავრობის ბრალი არის, რომ არ მქონდეს ლუკმა პური?! რაც დავთესე , ის მოვიმკე, რაც ვისწავლე მაძლევს ამას, აწი რაღას შევიცვლები?! ვერ ვისწავლი სხვაგვარ ჭამას. - ეუბრება შვილი მამას და მარილში აწებს პრასას. სადღაც იქვე „მაიბახი“ მიუყვება ფართო „ტრასას“... -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი