ჩიკა


​ჩემს კუთხეში, ღელის პირას,
​ისევ არის ლაფნები?
ჩემს ეზოშიც უხვად  იყო
უნაბი და დაფნები.
​ქუჩას, ერთ დროს, ამშვენებდა
​ტანმაღალი ალვები.
​მერე წლები მათაც მისდგა,
მოაყოლა გვალვები!..
ლაფნის ძირას მაიმუნის,
​ჩიტას, არის საფლავი.
ბავშვებს ხშირად მის საფლავზე
​გადაგვქონდა ვარდები.​
​მის საფლავთან იზრდებოდა
​თოვლში ყოჩივარდები.
წლები გადის, მაგრამ მაინც,
გულში რჩება დარდები...
მაიმუნი იყო მაგრამ,
ყველას ძლიერ გვიყვარდა.
ზამთრის პირას დაგვტოვა და
​ცივ სამარეს მიბარდა...
​ცხელ ტროპიკებს მიჩვეული
​ყინვამ უცებ დაძალა.
იმ ყინვაში გაგვეპარა,
​სად ვეძებეთ, სად არა...
ზოგი კაციც ასე არის,
როცა საფრთხეს ვეხებით,
გაყინულ ტბას კი არ უფრთხის, 
ყინულს ამტვრევთ ფეხებით! 
  -მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი