რამდენი წელი უშედეგო ხეტიალში...


რამდენი წელი უშედეგო ხეტიალში
დამაკარგვინე შენ ბედისწერავ ჩემო.
სადაც მატარე ბოლოს ყველგან 
დამარცხება რატომ ვიგემე?!
საით მეწევი, კვლავ სალაშქროდ,
ჩემი ოცნების გემო?
სად არის შენი ნავსაყუდელი
ანდა მშვიდი დღე?!
მე ნატვრის თვალი რომ მქონებოდა,
არ მექნებოდა ყივილი სულის,
არ დამრჩებოდა მე საოცნებო
არც სანატრელი გრძნეული ფული!
ანდა განცდები ბავშვობის, ძველი,
ისე სათუთი, როგორც ფიფქები,
რომ ყოფილიყვნენ სულ მუდამ ჩემთან,
არ მექნებოდა ვნების ფიქრები!
და იქნებოდა სამყარო დიდი,
ახლა წერილებს ვხედავ და მშია!
ჩაინგრა ძველი მისტიკის ხიდი,
ხიდი რომელიც წასულ წამშია...
რამდენი წელი უშედეგო ხეტიალში
დამაკარგვინე შენ ბედისწერავ ჩემო...
საით აუშვი შავი აფრები
ჩემი ოცნების გემო?!
  -მერ'ფი-
 1996 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი