გურიის ცის ფერი...


გურიის ცის ფერი, 
უფრო ლურჯზე უფრო  ლურჯი.  
უფრო მწვანე მოლი, 
დაუფერავთ თითქოს ფუნჯით.
უფრო თეთრი ფერი, 
გაურიეს ღრუბლებს ცაში.  
შავი ზღვაც კი აირია, 
ამ ხასხასა ფერთ ასხმაში...
 -მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი