უკვე როცა მიხვდები...


უკვე როცა მიხვდები,
რა დაკარგე რის ფასად,
უკვე გვიან იქნება,
სინანული ძვირფასო!
გაგრძელება ვერ იქნება
უსასრულო პაუზა...
რაც არ უნდა იძახო,
მიყვარს, მიყვარს, 
მიყვარსო.
მეტს არაფერს არ გეტყვი,
ნურც შენ მეტყვი: - რა გიყო?!
თუკი სამარადისოდ
ბედმა გზები გაგვიყო...
  -მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი