შენს სიკეთეს, რომ ვერ ხედავს, ...


შენს სიკეთეს, რომ ვერ ხედავს,
​იმიტომაც ჰქვია მტერი...
​თუკი ასე გააგრძელებ,
იქნებიო სუფთა შტერი!
​მაგრამ შენსას არ იშლი და
სპეტაკი ხარ როგორც ბერი.
​შენს ცხოვრებას დააფასებს
​უფალი და მრთელი ერი!
ამიტომაც ნუ შედრკები,
სიბოროტე არის მტვერი,
ზოგს, რომ ცრემლი ჩამოგბანს და 
​ზოგსაც სიო, მონაბერი!
 -მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი