ჩემო უცხო თოლიავ!..
ჩემო თეთრო თოლია, ეს ცხოვრება თოვლია, დნება, როგორც ფიქრები, განა მუდამ ვიქნებით... ჩემო თბილო თოლია, ეს სამყაროც თოვლია. ვარსკვლავებიც ქრებიან, უჩინარნი ხდებიან... ბოლოს დროც კი ჩერდება, ტალღები რომ ბერდება. სანამ დროა, იხარე, ნათელს გადაიხარე... ჩემო ტკბილო თოლია. რაღა მოსაყოლია. თუ სხეულში ჩარჩები მუდამ, ვერ გა.. დარჩები! -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი