ამბროლაურის ლობიანს


ამბროლაურის ლობიანს
ასდის რაჭული სურნელი.
შეზავებული ლორითო
კმარა შიმშილის მკურნალად...
მინდა სხვა დროსაც გვენახეთ,
და ვაგემოვნოთ რაჭული,
გადმოვიაროთ ცხრა მთანი,
დევებად გადაჭაჯვული.
მაჩაბლის კოშკში სალოცავს,
ლოცვით შევუღოთ კარები,.
ხვანჭკარას ღვინის მარანთან
გვესმას სამრეკლოს ზარები...
P.S.
ეს ლექსი ჩემგან სახსოვრად,
მინდა მოგიძღვნათ რაჭველებს.
ყველაზე დინჯ და გულღია,
სტუმართმოყვარე ქართველებს.
 -მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი