თვალები აქვს სევდისფერი...
თვალები აქვს სევდისფერი, ცრემლით გაჯერებული, შიშნარევი ფიქრებით და დარდით დაჯერებული. ამ ცხოვრების ნაკვალევი თმებს დაეტყო ჭაღარად. ხოლო ხშირმა უძილობამ ნაოჭები დაღარა. ასე არის. ქალის ხვედრი, ბედი რას არ ბედავს, მაგრამ ღმერთი ძალას ჰმატებს რომ გახდება დედა! სავსე არის დედის გული: შიშით, სევდით, დარდით, ოღონდ შვილის სიყვარულით წლები ლაღად გადის. ძლიერდება სუსტი ქალი როცა ხდება დედა. მზე, მთვარე და შუქვარსკვლავი ეფინება ზედა. აცისკროვნებს დედის სახეს მთვარის მკრთალი შუქი. ეს ცხოვრებაც აღარ მოსჩანს შუქზე უფრო მუქი... -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი