არაფრის მაქნისი არა ვარ...
არაფრის მაქნისი არა ვარ! დავდივარ , დავხეტიალობ. ისიც არვიცი რა მინდა ასე უაზროდ ვყიალობ. ნეტა შემინდობს გამჩენი ამდენი დროის ფლანგვასა? რომ არა ვიცი რაი ვქნა, ვემხრო საით და რა გზასა... ისე გარბიან ეს წლები, როგორც წამების ისარი. სხვების შემყურედ ცხოვრება ნუთუ მიზანი ის არის?! დროა რაღაც, რომ შევცვალო, თორემ გაირბენს ცხოვრება. ჩემს სულსაც უნდა ღვთის მადლი და საიქიო ცხონება! -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი