მგონი მართლა დავითვერი


მგონი მართლა დავითვერი,
დამაბრუა შავმა ღვინომ.
აღარ მინდა არაფერი,
ერთის გარდა - დავიძინო!..
კაცი ამას რომ იტყოდა,
რომ არ უყვარს შარი, შფოთი,
ღმერთმა მასაც შეარგოს და 
ნუ გახდება ოღონდ ლოთი.
თითო ჭიქა წამალია,
ექიმებიც ამბობს ამას.
ვიდღეგრძელით, შევირგოთ და
მივაყოლოთ წამლად ჭამას. 🙂
 -მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი