ნუ ავაყვავებთ მხოლოდ ...
ნუ ავაყვავებთ მხოლოდ ტანჯულთ სასაფლაოებს, მწვანე ბილიკი სიცოცხლის ჟამს უფრო გვჭირდება. ნუ გავამრავლებთ გევედრებით სასაკლაოებს, ვინ იცის ბედი სად გვიმუხთლებს, სად დაბინდდება. ნურც დავიშლებით, დავიბნევით მარგალიტებად, თორემ ხვალიდან იქნებ ისევ მოგვინადირონ, მივაგოთ გმირებს, თავდადებას, არდავიწყება, რომ ვეღარ გვთელონ ვეღარ გვჩეხონ, ვეღარ გვატირონ.. მე შევთხოვ უფალს მოგვცეს რწმენა, არდავიწყებით, და რკინისებრი ნებისყოფაც არ დაგვამადლოს. ნუ გავამრავლებთ გევედრებით სასაკლაოებს. იქნებ ამაშიც ოდეს ვინმემ ბრალი დაგვადოს... -მერ'ფი- 1989 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი