უკვე დიდი დრო გასულა


უკვე დიდი დრო გასულა,
წლები მიდიან ჩუმად.
თუკი წამება დასრულდა,
მაშ ღმერთო ვიღას ვძულვართ.
რატომ ვაცილებთ ბავშვობის,
და მეგობრობის ცხედარს.
ან ვინ უწოდა გართობა
ქართველი კაცის სევდას?!
მე საქართველოს ბედი მაწუხებს,
და საქართველოს ტკივილი მტკივა.
დე მომკვდარიყავ იმ წყეულ ღამეს,
როცა მსოფლიოს ტკბილად ეძინა.
როცა მსოფლიოს ეძინა!
P.S.
(1990 წელს ეს სიმღერა ტელევიზიისა და რადიოს ორკესტრმა ჩაწერა გოგი კალანდაძის ხელმძლვანელობით და ნიკა დოლენჯაშვილმა შეასრულა )
-მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი