ვერ ვიცხოვრე ისე, როგორც


ვერ ვიცხოვრე ისე,
როგორც მქონდა სურვილი.
დღემდე მაკრთობს ამის დარდი,
მეტის წყურვილი.
ნეტა ერთი, რა მინდოდა,
რა ვერ ვიკმარე?!
ის რაც მქონდა ვერ შევირგე,
ვერ მოვიხმარე.
დროს რა ვუყო, გაფრენილ წლებს,
ვერ დაბრუნდება.
გზები მოსჩანს
ურემი რომ გადაბრუნდება.
 -მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი