მგელს სახარებით ჰკიცხავდნენ...


მგელს სახარებით ჰკიცხავდნენ,
თვალი ტყისკენ ეჭირაო!...
ტყიდან რაღას გამორბოდა,
იქ თუ მშვიდად ეძინაო?!
მაგრამ ტყისკენ კი არა და
თვალი თხისკენ ეჭირაო.
მასზე ფიქრით, მასზე დარდით
ბუნაგშიც არ ეძინაო.
ასეთია მუცლის წესი,
მუდამ ითხოვს ძღომასაო.
ჰო და  მუცლის ამოყორვით
ვიმსახურებთ წყრომასაო!
  -მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
მარია ფიფინაშვილიhttps://mariaphiphinashvili.blogspot.com/3 კვირის წინ

ძალიან კარგია !

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი