„ჰოკინგის ჩურჩული“...
„ჰოკინგის ჩურჩული“ (სამყაროს ბოლო ამოსუნთქვა) --- ის, რაც ერთი შეხედვით ქრება, სინამდვილეში სხვა სივრცეს უთმობს ადგილს და შავი ხვრელის პირას – არ არის სიჩუმე, იქ გამოსხივებაა, ჩუმი და გამჭოლი – „ჰოკინგის ჩურჩული“ - დიდი აორთქლება! იქ აღარ არ არის ღელვა, იქ აღარ არის დაცემული სინათლის ქროლა. და დარჩა სუსტი დაღმავალი სიბნელე, რომელიც ჟამთა ცვლით, ცივ უსახურ უფსკრულში ეფლობა. და მაინც, ცივი „ჩურჩული“ – აღარ ეკუთვნის შავ ხვრელს. ის უკვე გზაშია, კოსმოსის კიდისკენ მიმავალი, სადაც შუქიც კი ვერ წვდება. დაბადებიდან სიკვდილამდე, ნაწილაკები ტოვებენ კვალს — და როცა ყველაფერი მთავრდება, ნათება არ ქრება, ის უსასრულოდ ვრცელდება სივრცეში და დროის უცნაურ სვლასა და ველში.... და გაილევა მუდმივობაში. „ჰოკინგის ჩურჩული“ – უკანასკნელი სიმღერაა მატერიისა, თუმცა ის უკვე აღარც კი არის მატერია. - მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი