ენტროპიული სიმშვიდე


ამ ენის ანბანი არ იწერება.
იგი გულის რიტმში ჩნდება, 
წევაში, ხისტ დაჭიმულობაში,
ფოტონის მერყეობაში, 
ფრენის მიმართულებაში.
ფიგურა, როგორც ლოტოსი ქარში
 დაჰყვება შინაგან ქარს და ესმის, რომ
არსებობა არ მოითხოვს სიტყვებს,
 აქ მხოლოდ განზომილებაა...
ყოველი ბგერა, ყოველი ხმა მასზე მიუთითებს,
და ეს  მელოდიას ქმნის,
მელოდიას — ენტროპიის ზრდისა,
რომელსაც ჩვენ ცხოვრებას ვეძახით.
 -მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი