ის, რასაც ჩვენი ყური ხედავს...


ის, რასაც ჩვენი ყური ხედავს,
უცხო ბგერებია,
ქარის მოტანილი ხმები.
უცხო ბგერებია, 
უხმოდ აწეწილი,
მეტაგალაქტიკის თმები...
ჩვენი სმენის არეს,
რადიო ტალღები,
სამყაროს კიდემდე წელავს.
ყველგან ხმაურია,
ათასი ფერების,
სამყარო ყვირის და ღელავს.
და ამ ღელვაში ჩვენი დედამიწა
უმატებს ათასგვარ ფერებს.
ტალღები ირევა ილევა სპექტრებში,
ვინ დათვლის უთვალავ ბგერებს?
გვესმის და არ გვესმის,
ვხვდებით და ვერ ვხვდებით,
რისი თქმა უნდოდა ზენას.
სამყაროს კი არა
ერთურთის არ გვესმის.
ვერ ვიგებთ მშობლიურ ენას!
ის რაც ჩვენს ყურს ხვდება,
გადადის ფიქრებში,
ფიქრები წარმოშობს რწმენას.
ამხელა სამყარო ვინ შექმნა ფიქრდები
და ძაბავ გადაღლილ სმენას!
  -მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი