ქარმა მომაგდო...
ქარმა მომაგდო, არვინ მელოდა, მიწაც კი იძრა ჩუმად... და ამ გადამწვარ, მომზრალ ტრამალზე მხოლოდ მე დავრჩი უმად. სარეველააო ჩემზე ამბობენ, ღრმად იცის ფესვის გადგმა. კი მაგრამ უდაბნოს აღარ ვჯობივარ, სულ მთლად დაკარგეს აღქმა! სანამ მოვასწრებ ფესვსაც გავიდგამ, ჰაერსაც მივცემ მის წილს. მერე მოვლენ და ძირში წამჭრიან, მაგრამ შვილი ვარ მიწის. იქ დაბლა ფესვები, ისე შორს წავა, ვერ შეეხება დაღლა. გადამწვარ ტრამალებს ისევ ვაცოცხლებ, რაც გინდა ისა თქვი ახლა. -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი