ჰო და ...
თხილებს ვტეხდი კბილებითა, დავიმტვრიე ემალი. დედა მუდამ დამძახოდა - გაუფრთხილდი ჯემალი! მე კი ტკბილებს მივეძალე, ავიწიე შაქარი!.. ამას ამბობს დღეს უკბილოდ დარჩენილი ბაქარი. დედის რჩევებს ბანზე ვაგდებთ, თითქოს არცა გვქონია. დღემდე ერბო ერბოდ რჩება, ქონი ისევ ქონია! -მერ'ფი- P.S. მიმიწერე კაკო რამე, გავაჩაღოთ კაფია. კაზმულ სიტყვით დავამარცხოთ, საექიმო მაფია!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი