ჭიუხის წვერზე...


ჭიუხის წვერზე შემდგარ არწივებს,
ქარი ღმუილით უმღერის მესას.
ბედის ბორბალი ხან წაღმა მხარეს,
ხან და უკუღმა შიგ გულში მკვესავს...
შიგ გულში მცრის და სევდით მევსება,
მე ხომ ათასჯერ მეტი შემეძლო.
არ დამაცალეს იციან მთებმა.
არ დამაცალეს, ვის შევევედრო.
ღმერთი კვლავ ჩემგან იმას მოითხოვს,
რისთვისაც თვითონ ჯვარზე აღმართეს.
შენ მაინც იცი სიმართლე ღმერთო,
შენ მაინც იცი რა დღე დამმართეს!..
ჭიუხის წვერზე შემდგარ არწივებს,
ქარი ღმუილით უთხრობდა მესას.
ვიცი სტიქია არ მაპატიებს,
უაზრო ჩივილს, უაზრო კვნესას.
და მოსამართლე, დროის დინება,
ობიექტურად გამასამართლებს.
                     - მერ'ფი -
1990 წელი.
ბორჯომი.
სანატორიუმი „ლიკანი“
პოეზიაქარიმერაბ-ფირცხალაიშვილიჭიუხიარწივებს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი