თუ პოეტი ვარ ...


თუ ვარ პოეტი,
ამ პოეზიას შენ გიმადლოდე უნდა.
მანამდე გული, გრძნობა დაცლილი,
წლების მანძილზე დუმდა.
ჩემი ცრემლებით ტბა შემოქმედის,
შენით დავიდგი ახლოს.
გემი მჭირდება,
თუნდაც ქაღალდის,
ხელი რომ არვინ ახლოს.
ოცნების ფურცლებზე ავაგებ ანკესს,
და გადავაგდებ ტბაში.
იქნებ და ოქროს თევზს, ღვთიურ წყალობით,
წამოეგოსო ყბაში.
მერე სამ ნატვრას, როცა ვინატრებ,
ჯინი ამიხდენს იმ ტბის.
უბრალოდ სიტყვებს აღარ ვიტყვი და
ძალა მექნება სიტყვის.
მექნება ნანატრი ოცნების ხილი,
და სანატრელი მექნება მუდამ.
თუ პოეტი ვარ, ამ პოეზიას,
შენ გიმადლოდე უნდა.
- მერფი -

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი