საქართველოვ მართლა მეტის ღირსი ხარ...
საქართველოვ მართლა მეტის ღირსი ხარ, თუ საუნჯეს, წინაპართა მონაგარს, ქარს გაატან და უარყოფ ნანატრ რჯულს!.. სტუმრის მიმართ კვლავ ღვთაებრივ სიყვარულს, ვინ გვიკრძალავს,მაგრამ, ფრთხილად !.. მოდიან და გვეხვევიან ღვარძლით სავსე გულებით. რჯულ გაყიდულ, სისხლში გასვრილ გათეთრებულ ფულებით... ეძიებენ და ჰპოვებენ აქ ძალას და სამართალს! ღმერთო შენთვის მიგვინდია ამ ცოდვილთა სულები, ვინც წალეკა უზნეობამ მავანთა... დაიფარე, მოაქციე ყოველი, მიეც სული ღვთაებრივის მცნობელი... გასაცემი ქვეყნად რაღა გადარჩა?!. უსასრულო ხომ არ არის სოფელი? ღმერთმა იცის ვის რამდენი რა დარჩა, ეს ცხოვრება არის წუთისოფელი! -მერ’ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი