უსახელო ვარსკვლავი
სიყვარულს დავეძებ ქვეყნად,
ვარსკვლავებს დავეძებ ცაში.
ღამეებს ვათენებ თეთრად,
ვიწვები სიახლის ცდაში.
მწვავე წუთები ბევრჯერ ვიგემე,
გავცდი, ვეძიე კვლავ ჰარმონია.
მე უსახელო ვარსკვლავებს ვეძებ
და უსახელო ვარსკვლავი მქვია.
-მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი