ვზივარ და გიცდი
ვზივარ და გიცდი, ეს ლოდინი წამებს ამძიმებს. შორს ჰორიზონტზე ელვარებენ ზეცის ფერები. ჩიტები ასე მიგალობენ ჩუმად სამძიმრებს და გული მითქვამს რომ ვერასდროს მოგეფერები. შორს სამრეკლოზე გამოჰფინეს ლოცვით ბგერები, ზღვა სურნელება აირია მიწის სუნთქვაში. მთვარე დაადგა დედამიწას შენაფერები, და გამოჰკვეთა მაგიური ჩრდილი მუქ ქვაში. მე შენი სახე დავინახე გარდამავალი, ღრუბლების ფონზე მოელვარე სხივი დაეცა. აწეწილია შორეთიდან უკან სავალი, და მთვარეს ვთხოვე სამალავი შენი გაეცა. ოი მთვარეო დედამიწის დიდო მნათეო, მიჯნურს დავეძებ, გთხოვ სავალი გამინათეო! -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი