უხილავი
ტყუილად ეძებენ, ეს არ მომხდარა, და რომ მოხდება იტყვიან მერე. მესიას ადარებენ, ზოგი - სატანას. და შეცდებიან მორთმეულ ძღვენზე. არსებობს ერთი. ორი ბევრია. ისე მრავალია როგორიც უხვი. უკვე შედარება შესაძლებელია. ერთი, მხოლოდ ერთი, ერთია უტყვი. თავად უჩინარი ყოვლის მსახველი. ისე ახალია , როგორც დაბადება და ძველი! სადაც გაიხედავ მისი სახელია, მაგრამ ვერ გამოთქვამ, ან რას ადარებენ ან ვის უნახავს ... ღმერთი! -მერ’ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი