მე შენს ერთ ლექსზე ...
მე შენს ერთ ლექსზე სიმღერას დავწერ, მაგრამ რომელზე?- ჯერაც არ ვიცი... მე შენს სამყაროს ვუწყებ შეცნობას, და მერე ალბათ გრძნობებს გამიცვლი. და ესე ალბათ იქნება მანამ, ვიდრე მუზები შენს მხრიდან მოვა. ნეტავ და ეს დრო გრძელდება სანამ... აურაცხელი წუთების გროვა. ქუჩაში, ქარში, დარში, ავდარში, წვიმის წვეთებში მეც ვხატავ ნოტებს. ხანდახან ქარიც აწეწავს მუზას და მელოდიას წამოაბოდებს. - მერ'ფი -
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი