მეკვლის დალოცვა


ხელხვავი შემოვიტანე
ბარაქა, ლხინი, ხალისი,
მშვიდობა, რწმენა, იმედი
და სიყვარული ხვალისი.

გუშინდელი დღით ნასწავლი
ტვირთვა დღევანდელ ჯვარისა,
არ დავიწყება მოყვრისა,
ცოცხალისა თუ მკვდარისა.

აქ მადლი, იქა ცხონება
ამ ჩვენი მოდგმა-გვარისა!

   -მერ’ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი