ეს ცხოვრება ვიცი ზღაპრად ...


ეს ცხოვრება, ვიცი, ზღაპრად,
სიზმრად მომევლინება.
მე - პატარა უფლისწული,
სრულყოფილი ქმნილება;
შენ - ზღაპრული ფერია ხარ,
თვით მუზათა ასული.
პოეზიის მწვერვალებზე...
მეცხრე ცაზე ასული.
მერე უფრო ვითარდება
ჩემი სიზმარ-ფიქრები,
ნეტა, მეფის სასახლეში
თუკი მეფე ვიქნები,
შენ იქნები დედოფალი ?..
აქ მთავრდება ზღაპარი.
დრომ რა უცებ გამოგვირთო
ჯადოსნური ლამპარი.
მაგრამ ამას აღარ ვნაღვლობ,
გზა როგორი ფერია.
ერთხელ მეც ხომ მეფე ვიყავ,
ახლა სხვისი ჯერია ...
-მერ’ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი