დახუჭე თვალები


დახუჭე თვალები 
და გადი უხილავ ველებზე!
შენ იგრძნობ მხოლოდ მას
რაც მხოლოდ შენშია.
გარედან შემოდის სითბო და სინათლე
და კიდევ ხმები და 
ალბათ ის რაღაც
რაც დღემდე არ ვიცით...
ის არც შენს გენშია
და მაინც  
ეხლება შენს სხეულს
ტალღების ფენებად...
დახუჭე თვალები 
ნუ ფიქრობ ნურაფერს,
იგრძენი შენცა ხარ სამყაროს ნაწილი.
პატარა წერტილი არის თვით სამყარო.
და ასე წერტილია სივრცეში გასვრილი.
დახუჭე თვალები და წამი გაქრება.
გააქრე წუთები და დროის შეგრძნება.
გახდები უკვდავი მხოლოდ ამ წუთებში
რადგანაც უკვდავი შენ მცნება შეგვხვდება.
რა არის სიკვდილი თუ არა ღელვა და
რომელიც გაფანტავს შეკრებილ ერთობას.
ეცადე ტალღებმა წაიღოს ფიქრები
და თუკი ფიქრები წავა და გაქრება,
იცოდე მარადი და ხელშეუხები
რომელსაც ვერავინ უპოვა სახელი,
რომელიც ამ ქვეყნად არავის უნახავს,
მარადჟამს შენთან და სულ შენში დარჩება!

-მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი