მცხეთა


აღმართულ ტაძრებზე ჯვრისფერი კვეთა.
ჩუმი ალერსი დაჟამულ კლდეთა.
როგორც ვედრება განდგომილების,
მსურს მოგონება გარდასულ დღეთა...
წმინდაო, წმინდაო, წმინდაო მცველო,
კლდეებს ატყვია ათასწლეული.
ამ სტიქიაში აყვაყდი ძელო,
მრავალჟამიერ მირონცხებული...
ეს ისტორია მწველი და ნაზი,
უკან მაბრუნებს ზრიალი ტყვეთა.
ვინაც სიცოცხლე შესწირა მიზანს,
შენი დიდება მით ამოჰკვეთა!
ჰეი, ამაყობს ერი და ბერი,
უფლის ტაძართან გაოგნდა მტერი!

- მერ'ფი -

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი