სიმღერა წმინდა ნინოზე
ერთ დროს მოსულა ჩვენში ქალწული, უქადაგნია რწმენა ახალი. უთქვამს არისო უფალი ღმერთი, ამ თქვენს კერპებზე უფრო მაღალი... ჯვარი ვაზისა შეუკრავს თმებით, მაცხოვრის რწმენით წარუთქვამს ლოცვა. ღვთის სასწაულით გაოგნდა მეფე, რასაც კერპების დაცემა მოჰყვა. დედა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას, უფლის განგებით მოადგა ნინო, რომ ქართველს რწმენით, რგებოდა ქრისტეს, სისხლ-ხორციელი პური და ღვინო. დედა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას, მეუფე მხსნელად მოუვლენს ნინოს. რომ საქართველომ წარმართებს სძლიოს, ქრისტეს სახელით, რომ დაითმინოს... ბევრი ეწამა იმ დღიდან დღემდე, როგორც იესო და სხვა მრავალი. არ ავიწყდებათ ქართველებს, არა, გზები ვიწრო და ძნელად სავალი. სიონში დღესაც საკურთხევლის წინ, იმ ვაზის ჯვართან იწვის სანთელი. რომ, მტრისთვის სიტყვა ქრისტიანია, აღიქმებოდეს როგორც ქართველი. - მერ'ფი -
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი