შენს გაჩენაში
შენს გაჩენაში არის მისტიკა. შენს გაჩენაში არის შემთხვევა, როდესაც წამი იმ დროში ჯდება, ველური შერწყმა ღვთიურს ემთხვევა. როდესაც არეს სადაც ფარული მოხდა სიცოცხლის დაგვირგვინება, არ ეკარება ცივი ლითონი და შენმა დედამ გშობოს ინება. ო, შიშით ცხრა თვე იარე მასთან, გქონდა კავშირი და გქონდა განცდა. მოვიდა ის დრო მადლიერების, როცა პირველი სიტყვები დაგცდა. ახლა შენ უნდა გასცე ბრძანება, ღმერთმა უძლური შენ მოგანება. -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი