ჩემი ნატვრა


ბახის ჭკუა მომცა,
მოცარტის სიფაქიზე,
შოპენის მელოდია,
ჩემი შემოქმედი...
ერთად შეკრებილი,
სულში გაჟღენთილი,
ქართულ ქარაგმებით
ცაში აფრენილი
ნატვრად ამიღია.
რწმენად შემიკვრია
მათი სატკივარი...
შენ კი გალაკტიონ
რითმების გესესხები,
შენგან მითხოვია,
ჩუმი ჰარმონია.
ტკბილი მელოდია
ცრემლად დამდენია,
რითმა "ნიკორწმინდა"-ვ
შენგან დამრჩენია.
მასზე ამიგია
ჩემი სტრიქონები...
ნეტა გამიგებენ?
ნეტა მიხვდებიან?
ვინმე გაიგონებს
ისე როგორც მინდა?!
ვინმე აიტაცებს?..
წმინდა სალოცავად
ისმის უკვდავების
მეცხრე სიმფონია...
ღმერთო სალოცავი
ქვეყნად რამდენია!
ერთად შეკრებილი
ცრემლის დამდენია.
ცრემლის დამდენია
ჩუმი უკვდავებაც,
მისი სიყვარულიც
ცრემლის დამდენია...
რწმენამ თუ ააგო
ქვისგან ჰარმონია,
და შიგ გამოკვეთა
ერის სული წმინდა.
დიდი უკვდავების
წმინდა სადიდებლად,
მაქვს მკერდს მიბჯენილი
ქნარი როგორც მინდა!

-მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი