ეს ცხოვრება გიჟებს აქცევს გმირებად
ეს ცხოვრება გიჟებს აქცევს გმირებად, და გოდება ცამდე ადის ფიქრებით. დღეს თუ არა, რომ თანდათან ვიქმნებით, უძლურებით დატვირთულნი ვირებად. უგნურები ზურგზე ისე მოგვაჯდეს, ისე მაგრად მოუჭირონ არტახი. სისხლისფერად შეღებილი მათრახი, საუკუნო ჭრილობებად რომ გვაჩნდეს. ისტორია განა ყველას ჰპირდება, რომ ქმნას ძეგლად, საუკუნოდ სამყოფად. ათასებში გაიმარჯვებს სულ ერთი! ზოგი ბრძენი დაიმკვიდრებს დიდებას, და სულელი დაუდგება მას გვერდით, თუმცა ბედისწერისთვის, ესეც არის სულერთი. აწი როგორც გინდოდეს, თავო ისე იარე. -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი