სადაც მთავრდება ცის კიდე...


სადაც მთავრდება ცის კიდე, 
შენი დიდება იწყება. 
სამი სანთელი ვიყიდე, 
ვინატრე თავდავიწყება. 
ცოტა რამ რწმენა მიბოძე 
და შემოქმედის სახელი. 
ამა სათხოვრით მოვედი, 
ჩავწვი პირველი სანთელი. 
როგორ მაკლია ნუგეში, 
ბნელად მექცია ნათელი. 
გთხოვ მაცხოვარო შემცვალე, 
იწვის მეორე სანთელი. 
როცა მთავარი ფულია 
და სიყვარული გაყიდეს. 
როცა იესო ურისტანს 
გოლგოთის ჯვარზე გაკიდეს. 
მეც ეკალბარდში გავები, 
სულის სიმშვიდე მჭირდება, 
ნუ მიმატოვებ უფალო, 
უშენოდ გამიჭირდება. 
შენ გამაჩინე ამ ქვეყნად, 
შენით ვარ თუ ვარ ქართველი. 
ქვეყნიერება დალოცე, 
აი მესამე სანთელი... 
სამი სანთელი ვიყიდე, 
ვინატრე თავდავიწყება. 
სადაც მთავრდება ცის კიდე, 
შენი დიდება იწყება! 
                         - მერ'ფი -

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი