ომის სახე


გზა იყო ძნელი, მიუსაფარი,
შორს მოგუგუნე ტრანშეები მოჩანდა ლანდად.
მიწას ეკვროდა ყინვის საფარი,
და იკვრებოდა ფანტელები გაუვალ ფარდად.
და იღვრებოდა ფანტელები მძიმე და სქელი,
იზილებოდა მუხლუხები ტალახის ფონში.
ერეკებოდა დაცემულებს ბოროტი ხელი.
ზღვა, ყინვა, ქარი თარეშობდა წაგებულ ომში.
გზა იყო გრძელი და ულეველი,
წინ კი სიკვდილი ჩასაფრებული,
იყო სიმაღლე აუღებელი
და ათასობით დამარცხებული.
დროის წამზომი ვისთვის როდის, როგორ ჩერდება,
არავინ იცის, ვისი წამი სად გაჩერდება!
 
                          - მერ'ფი -

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი