ვიცი, რომ


ვიცი, რომ ჩემთვის არვინ იტირებს,
ვიცი, რომ არვის არ ვეყვარები.
ოდესღაც ვინმე თუ დამიტირებს,
მაგრამ არასდროს შენი თვალები.
და ეს ცხოვრება ისე დამჩაგრავს,
როგორც ხმელ ფოთოლს მიგდებულს ტყეში.
ის ფოთოლია და არა ოქრო,
და ამისათვის არ იღებ ხელში...
არ იკრავ მკერდში.
ქარს ატან სადღაც,
უდაბურ ტევრში. 
 
                               - მერ'ფი -

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი